“რაც არ უნდა ცუდი და ბინძური წარსული ჰქონდეს სააკაშვილს, ის უნდა გასამართლდეს სამართლიანად” – მამუკა მდინარაძე

  •  

სააკაშვილი უნდა გასამართლდეს სამართლიანად და თავისუფალი სასამართლოს პირობებში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც შეაფასა საქართველოში ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადება, რომლის მიხედვითაც, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმე საქართველოს სასამართლოს და მართლმსაჯულების სისტემის ტესტი იქნება.

მამუკა მდინარაძე განმარტავს, რომ კელი დეგნანის განცხადება არ მოუსმენია.

„არ მომისმენია, მაგრამ სავარაუდოდ, მიმდინარე საქმეებზე საუბრობს ალბათ, საზღვრის კვეთაზე, ორი თუ სამი საქმეა კიდევ, სადაც ბუნებრივია მართლმსაჯულება უნდა იყოს სამართლიანად. ამის უფლება ყველას აქვს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილსაც, რაც არ უნდა ცუდი და ბინძური წარსული ჰქონდეს მას, სააკაშვილი უნდა გასამართლდეს სამართლიანად და თავისუფალი სასამართლოს პირობებში.

მართლმსაჯულება უკვე აღსრულებულია და ეს ადამინი უკვე სასჯელს იხდის გუშინდელი დღიდან“ , – განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები