„მან იცოდა რაზე მოდიოდა შეგნებულად გადადგა ეს ნაბიჯი“ – ნიკა მელია სააკაშვილის დაკავებაზე

  •  

„ხვალინდელი გამარჯვების შემდეგ ისიც გათავისუფლდება და ქვეყანაც,“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

პარტიის ლიდერი მოსახლეობას არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდებს:

„მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა, რაც თქვა, ეს თავდადებული ნაბიჯია, საერთოდ არ უნდა ექციათ მესამე პრეზიდენტი დევნილად, კაცი, რომელმაც ამდენი გააკეთა ქვეყნისთვის.

„ჩვენ სამშობლოს პატრიოტებმა გავიმარჯვეთ“ – ეს უნდა ვთქვათ ხვალ, ხვალ იქნება ლეგიტიმაციისგან დაცლილი და დამარცხებული მოძალადე რეჟიმი, რის შემდეგაც დაინიშნება ვადამდელი არჩევნები და დემოკრატიული ძალების გამარჯვება, მერე იქნება განვითარებული საქართველო, სადაც არავინ ჩაიწერს ჩვენს ექიმებთან და მოძღვართან საუბრებს, ჩვენ არასოდეს აგვერევა ერთმანეთში მტერი და მოყვარე და ვერანაირი ძალა ვერ გაგვიყვანს დასავლური კურსიდან.

საქართველო გაერთიანდება და ეს ისტერიული მწვერვალი იქნება მერე,“ – განაცხადა მელიამ.

მსგავსი თემები