“ეს არის ჩემი ბათუმი…ისე მენატრებოდა აქაურობა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ ბათუმშია.

“ეს არის ჩემი ბათუმი…ისე მენატრებოდა აქაურობა, დღეს არის ჩემი ოცნების ასრულება და საბოლოოდ ეს აღსრულდება, როდესაც საქართველო დადგება ფეხზე, ხომ ხედავთ, მე ყველაფერი გავრისკე, ჩემი სიცოცხლეც, თავისუფლებაც, რათა ჩამოვსულიყავი აქ – თქვენგან მხოლოდ ერთი რამ მინდა, მიდით არჩევნებზე. აბა თქვენ იცით, მომავალ შეხვედრამდე – თბილისში. “-აცხადებს ექსპრეზიდენტი.

მან საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა, 2 ოქტომბრის არჩევნებზე მივიდეს.

მსგავსი თემები