სოფო კილაძემ ციხეში, 20 ივნისის საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირები მოინახულა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში 20 ივნისის საპროტესტო აქციაზე დაკავებულ პირებს, ბესიკ თამლიანსა და ზურაბ ბუდაღაშვილს შეხვდა. 

დეპუტატის თქმით, ორივე პატიმარი თავს კარგად გრძნობს. კილაძის ინფორმაციით, ზურაბ ბუდაღაშვილმა სხვა საკანში გადასვლა მოითხოვა, რასაც ციხის ადმინისტრაცია დათანხმდა. 

დეპუტატის ინფორმაციით, დაკავებულებს მასთან ზეწოლის ან მუქარის ფაქტებზე არ უსაუბრიათ.

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დეპუტატი მას შემდეგ მივიდა, რაც დაკავებულების დედებმა მიაწოდეს ინფორმაცია მათი შვილების სავარაუდოდ ცუდ პირობებში ყოფნასთან დაკავშირებით.

მსგავსი თემები