წამლების ფასების დარეგულირებაში სახელმწიფო აქტიურ ჩართვას გეგმავს

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, წამლების ფასების დარეგულირებაში სახელმწიფო აქტიურ ჩართვას გეგმავს. 

„ჩვენთვის ცნობილია, რომ წამლის დანახარჯი ძალიან დიდ ტვირთს წარმოადგენს ჩვენი მოსახლეობისთვის. პირველი ნაბიჯი, რაც უკვე გადაიდგა, ესაა ქრონიკული დაავადებებისთვის გამოყოფილი მედიკამენტები, რომელიც მოსახლეობას სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცემა.

ბაზრის მთლიანი მოცულობის 88% წამლებისა იმპორტირებულია და მისი თანხა 400 მილიონს შეადგენს, რაც საკმაოდ დიდი ნიშნულია.

ზოგადად, ყველა ქვეყანაში არის სხვადასხვა პრაქტიკა ფასების ნაწილობრივი და სრული რეგულაცია, როცა ხდება სახელმწიფოს მხრიდან. საქართველოში ეს პრაქტიკა არ არსებობს და ვგეგმავთ სხვადახხვა ღონისძიების დაწყებას, რომელიც გულისხმობს, როგორც ყველაზე დაბალი რგოლიდან აფთიაქებიდან და საცალო გაყიდვებიდან რეგისტრაციებს, ასევე დანერგვას gmp-ის gdp-ს სტანდარტებისა და ნაწილობრივი რეგულაციების კუთხით სახელმწიფოს აქტიურ ჩართვას წამლების ფასების რეგულირებაში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი თემები