„ჩემი მიზანი დავით ბაგრატიონის გასამართლება არ არის“ – აცხადებს დედოფალი

პოლიციის მთავარ სამმართველოში ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის გამოკითხვა დასრულებულია. როგორც დედოფალი ანა აცხადებს, მისი მიზანი მხოლოდ სიმართლის დადგენაა და არა მისი ყოფილი მეუღლის გასამართლება.

“მიზანი დავით ბაგრატიონ-მუხრანელის გასამართლება არ არის. ჩემი მიზანი მხოლოდ სიმართლის დამტკიცებაა“ – განუცხადა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ ჟურნალისტებს.

მისივე განცხადებით, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომლითაც მასზე ძალადობა დასტურდება, მას არ გამოუჩენია.

„სამხარაულის ექსპერტიზის დოკუმენტი ერთ-ერთ საქმეში იყო და სიტუაციამ ამოატივტივა. ჩემი მიზანი მხოლოდ სიმართლის დამტკიცებაა“, – განაცხადა ანა ბაგრატონ-გრუზინსკიმ.

სამეფო ოჯახის ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, პოლიციის სამმართველოში დავით ბაგრატიონსაც გამოკითხავენ. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატების მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, ყოფილმა მეუღლემ დაზიანება სავარაუოდ ბლაგვი საგნით მიაყენა.

მსგავსი თემები