“შემთხვევათა მატება გვაქვს იქ, სადაც 7-10 დღის წინ არ იყო დაცული რეკომენდაციები” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, შემთხვევების მატება ვლინდება იქ, სადაც 7-10 დღის წინ არ იყო დაცული რეკომენდაციები.

ამასთან, იმნაძის ინფორმაციით, საფლავებზე გასვლა და სუფრებზე დღესასწაულის აღნიშვნაც დაფიქსირდა.

„სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის რომ გვაქვს შემთხვევების ასეთი მატება და გვაქვს შემთხვევების მატება იქ, სადაც, ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით ერთი კვირის წინ, ათი დღის წინ არ იყო დაცული გაცემული რეკომენდაციები. ჩემი ინფორმაციით, მათ შორის, ადგილი ჰქონდა საფლავებზე გასვლასაც და სუფრებზე დღესასწაულების აღნიშვნას, ვიმკით იმ შედეგს, რაც გვაქვს“, – განაცხადა იმნაძემ.

მსგავსი თემები