შეიძლება თუ არა ვირუსის მატარებელი ადამიანების ერთად მოთავსება?

„ახალი კორონავურისის“ გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე, ხშირია კრიტიკა იმის გამო, რომ კარანტინში მყოფი ან ვირუსის მატარებელი ადამიანები, რიგ შემთხვევებში,  განცალკევებით არ იმყოფებიან. როგორც ინფექციონისტი და იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე აცხადებს, პროტოკოლით შესაძლებელია, რომ ერთი კლასტერის ადამიანები ერთად იმყოფებოდნენ.

„კარანტინში ადამიანების ერთად მოთავსება შეიძლება, თუ ეს არის იგივე კლასტერიდან, იგივე კოჰორტადან რომლებიც ერთად იყვნენ, ერთი ოჯახის წევრები არიან. პირიქით, შესაძლოა, მათი ერთად მოთავსება უფრო უპრიანიც კი იყოს ფსიქოლოგიური მომენტიდან და ეპიდემიოლოგიური გადაცემის გზების გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევებში, მათი სველი წერტილი უნდა იყოს იზოლირებული და სხვებთან არ უნდა ჰქონდეს კონტაქტი. ეს პროტოკოლშიც წერია, რომ მსგავსი კოჰორტა შესაძლებელია ერთად მოთავსდეს“ – აცხადებს ინფექციონისტი და იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე.   

მსგავსი თემები