„შანტაჟის ენით საუბარი უნდა გაქრეს… ყველას მოუწევს პასუხი აგოს“ – შს მინისტრი მამუკა ხაზარაძეს

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებებს ჭორაობას უწოდებს და აცხადებს, რომ მას საკუთარი სიტყვებისთვის პასუხისგება მოუწევს.

„ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების“ – ასე შეაფასა გიორგი გახარიამ პარლამენტის ტრიბუნიდან მამუკა ხაძარაძის გამოსვლა, სადაც ხაზარაძემ გახარია მუქარის წერილის გაგზავნაში დაადანაშაულა.

„მე წერილებს არ ვწერ, სათქმელს პირდაპირ ვეუბნები, პირში, ყველას, მათ შორის იმ ხალხს, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა მაქვს. პრივილეგირებულობა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ბიზნესში. საჯარო პოლიტიკიდან შანტაჟის ენით საუბარი უნდა გაქრეს და მიუხედავად ამ შანტაჟით ენის საუბრისა, ყველას მოუწევს პასუხი აგოს“ – აცხადებს გიორგი გახარია ჟურნალისტებთან საუბრისას.

მინისტრი მზაობას გამოთქვამს, პარლამენტშიც მივიდეს და ყველა კითხვას უპასუხოს.



მსგავსი თემები