„ყველაზე დამაზიანებელი და დამანგრეველი ვითარება, რეგულაციები არ არსებობს, მაგრამ უნდა გავიხსნათ,“ – ტურიზმის სექტორი მორიგი დარტყმის მოლოდინში

პრემიერ-მინისტრის პარლამენტში გამოსვლა ტურიზმის სექტორისთვის მორიგი დარტყმა აღმოჩნდა. კერძოდ, როგორც სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, მათთვის არანაირი რეგულაციები გადაუციათ, თუმცა, ავალდებულებენ, რომ პირველი ივნისიდან მუშაობა განაახლონ.   

„მედიაცენტრი მთავარი“ ტურიზმის სექტორის არაერთ მსხვილ წარმომადგენელს ესაუბრა, რომლებიც აცხადებენ, რომ მორიგი დარტყმის მოლოდინში არიან.  

„პრემიერმა გააკეთა ჩვენი სექტორისთვის ყველაზე მეტად დამაზიანებელი განცხადება. რეგულაციები არ გვაქვს და გამოაცხადა რომ ვიხსნებით. სავარაუდოდ, 30-ში მოგვცემენ რეგულაციებს და 1 ივნისს უნდა გავიხსნათ. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველას შეუძლია, გვიჩივლოს. დიდი სასტუმროები 1 აგვისტომდე ვერ გაიხსნება, რადგან აზრი არ აქვს, თანამშრომლები გაშვებული გვყავს უხელფასო შვებულებაში, რადგან მუშაობა არ არის. შესაბამისად, თუ მთავრობა გვავალდებულებს, რომ გავიხსნათ, როგორც თანამშრომლებს, ისე ბანკებს და ყველას, ვიცი  დავალიანებებიც გვაქვს, შეუძლიათ მოგვთხოვონ ფული. ეს არის სრულიად ტურიზმის ინდუსტრიის ერთიანი პოზიცია, ეს არის სრულიად ტურიზმის სექტორის აზრი და დამანგრეველი სექტორისთვის“ – განუცხადეს „მედიაცენტრ მთავარს“ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა.

შეგახსენებთ, რომ „კოვიდ 19“-ის პანდემიამ, ყველაზე მძლავრი დარტყმა სწორედ ტურიზმის სექტორს მიაყენა. ტურისტების რაოდენობა ქვეყანაში ნულამდე დაეცა, რაც მათ შემოსავლებზე კატასტროფულად აისახა.    

მსგავსი თემები