ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს კვერცხები და ცოცხები ესროლეს

ქუთაისში, “ქართული ოცნების” მხარდამჭერები “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მივიდნენ. მათ ადგილზე კვერცხები და ცოცხები მიიტანეს, შენობას დაუშნეს, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოყვა.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, თუმცა სიტუაციის განმუხტვა ვერ ხერხდება.

“ქართული ოცნების” მხარდამჭერები პირველად გაერთიანებული ოპოზიციის ოფისთან მივიდნენ, რომელიც დაკეტილი დახვდათ, იქედან “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან გადაინაცვლეს, თუმცა დღეს დაბოქლომების აქციაში “ნაციონალურ მოძრაობას” მონაწილეობა არ მიუღია.

მსგავსი თემები