ქართული წარმოების პირბადეების ექსპორტი შესაძლოა აშშ-სა და უკრაინაში განხორციელდეს

ქართული წარმოების პირბადეებზე მოთხოვნა არის აშშ-ში, ევროპის ქვეყნებსა და უკრაინაში. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„სიმართლე გითხრათ, თვალს უხაროდა პარლამენტში დეპუტატებს რომ ვუყურებდი, ეკეთათ ყველას ნაირფეროვანი, სხვადასხვა ფასონის, სხვდასხვა ნაჭრის, სხვადასხვა ფერის, ყველა მაღალი ხარისხის და თითქმის ყველა ქართული წარმოების პირბადე. 20-მდე სხვადასხვა კომპანია აწარმოებს და იმდენად გაჯერდა უკვე საქართველოს ბაზარი, რომ ამ დღეებში დავრთეთ ნება გაიტანონ ექსპორტზე. ამერიკის შეერთებულ შტატებშია მოთხოვნა, არის ევროპულ ქვეყნებში მოთხოვნა, არის უკრაინაში მოთხოვნა. ეს იმას ნიშნავს, რომ იმპორტიორიდან ვიქეცით ექსპორტიორად 2 თვეში“, – აღნიშნა მინისტრმა.

მსგავსი თემები