ფოთში, ტრანზიტული ტვირთების სპეციფიკიდან გამომდინარე, თვითიზოლაციის რეჟიმში 54 მძღოლი იმყოფება

ფოთში, ტრანზიტული ტვირთების სპეციფიკიდან გამომდინარე, თვითიზოლაციის რეჟიმში 54 მძღოლი იმყოფება, საკარანტინო სივრცეში კი 3 პირია გაგზავნილი.

ფოთელი ექიმი, რომელსაც დადასტურებული აქვს COVID-19, თავს კარგად გრძნობს. ექიმების შეფასებით, ავადმყოფობა მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს. 

“დღეს, პრევენციის მიზნით მედიცინის 16 მუშაკის, მათ შორის 7 ექიმის ბიოლოგიური მასალა გავაგზავნეთ ლუგარის ლაბორატორიაში. ველოდებით პასუხს. ეტაპობრივად ყველა მედიკოსის ანალიზი გაიგზავნება,“ – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.

მსგავსი თემები