საჯარო ბაგა-ბაღების თანამშრომელთა გადამზადება დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, საჯარო ბაგა-ბაღების თანამშრომელთა გადამზადება დაიწყო. პირველ ეტაპზე ტრენერთა ტრენინგები მიმდინარეობს, რომელსაც საგანმანათლებლო ნაწილის 40-მდე კოორდინატორი გაივლის. კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში ისინი სერტიფიკატს მოიპოვებენ და ბაგა-ბაღების აღმზრდელებს თვითონვე გადაამზადებენ.

პირველი ტრენინგის მიმდინარეობას, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, კახაბერ გვანცელაძე და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინო ბესელია N117 ბაგა-ბაღში გაეცნენ.

აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრმა შეიმუშავა, განათლების სამინისტროს მიერაა დამტკიცებული.

 

მსგავსი თემები