“საქართველო მიყვარხარ” – ილია მეორემ მეტეხის ხიდზე შეკრებილ მრევლს მიმართა

“საქართველო მიყვარხარ, საქართველო მიყვარხარ, საქართველო მიყვარხარ”, – ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ მეტეხის ხიდზე შეკრებილ მრევლს და ასი ათასი მოწამის ხსენების დღე მიულოცა.

მეტეხის ხიდზე შეკრებილმა მრევლმაც პატრიარქს უპასუხეს შეძახილით – გვიყვარხარ.

ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, თბილისში ანჩისხატის სახელობის ეკლესიიდან მეტეხის ხიდამდე სტუდენტების მსვლელობა გაიმართა. მეტეხის ხიდზე კი მორწმუნეებმა მტკვარში სიმბოლურად ყვავილები ჩაუშვეს.

მანამდე კი, მეტეხის ხიდზე ილია მეორემ სასულიერო პირებთან ერთად საზეიმო პარაკლისი გადაიხადა.

შეგახსენებთ, რომ ყოველი წლის 13 ნოემბერს მართლმადიდებლური სამყარო აღნიშნავს ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს. საუკუნეების წინ ასი ათასი ქართველი სწორედ ამ დღეს შეეწირა წმინდა ხატების თაყვანისცემასა და სარწმუნოების დაცვას.

https://mcm.ge/მართლმადიდებელი-ეკლესია/

მსგავსი თემები