საქართველოში გრიპით დაინფიცირების შემთხვევები შემცირებულია

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში გრიპით დაინფიცირების შემთხვევები შემცირებულია.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, რომელიც გასული კვირის მონაცემებს ასახავს, ასი ათას ადამიანზე ვირუსის 172 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა კვირასთან შედარებით, 44 შემთხევით ნაკლებია. რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციას, მთლიან მაჩვენებელში გრიპის ვირუსის ნიშნებით ჰოსპიტალიზაციაზე 28% მოდის (წინა კვირაში იყო 30).

ამასთან, გავრცელებულ ვირუსებს შორის აღინიშნება როგორც „ა“, ისე „ბე“ ტიპის ვირუსის შემთხვევები.

მსგავსი თემები