“საქართველოს სუნთქვაშემკვრელ პეიზაჟებს მხოლოდ ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა თუ შეედრება”- ელიზაბეთ რუდი

“საქართველოს სუნთქვაშემკვრელ პეიზაჟებს მხოლოდ მისი ისტორიულ-კულტურული სიმდიდრე და ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა თუ შეედრება,”- ამ სიტყვებით ახასიათებს ჩვენი ქვეყნის ბუნებას და ხალხს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი და საქართველოში დასვენების მხარდამჭერ კამპანიას უერთდება.

„ყველაზე მეტად საქართველოს ბუნებრივი სილამაზე მიყვარს. საქართველოს სუნთქვაშემკვრელ პეიზაჟებს მხოლოდ მისი ისტორიულ-კულტურული სიმდიდრე და ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა თუ შეედრება. მოდით, გაატარეთ ზაფხული საქართველოში და თავად დარწმუნდით!” – წერს ელიზაბეთ რუდი საქართველოში აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ გვერდზე.

მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რის საფუძველზეც, 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ, სოციალურ ქსელებში საქართველოს ტურიზმის მხარდამჭერი კამპანია დაიწყო, რასაც საქართველოზე შეყვარებული არაერთი უცხოელი შეუერთდა.

https://www.facebook.com/usingeo/posts/10157314851912954

მსგავსი თემები