“საქართველოს სუნთქვაშემკვრელ პეიზაჟებს მხოლოდ ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა თუ შეედრება”- ელიზაბეთ რუდი

“საქართველოს სუნთქვაშემკვრელ პეიზაჟებს მხოლოდ მისი ისტორიულ-კულტურული სიმდიდრე და ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა თუ შეედრება,”- ამ სიტყვებით ახასიათებს ჩვენი ქვეყნის ბუნებას და ხალხს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი და საქართველოში დასვენების მხარდამჭერ კამპანიას უერთდება.

„ყველაზე მეტად საქართველოს ბუნებრივი სილამაზე მიყვარს. საქართველოს სუნთქვაშემკვრელ პეიზაჟებს მხოლოდ მისი ისტორიულ-კულტურული სიმდიდრე და ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა თუ შეედრება. მოდით, გაატარეთ ზაფხული საქართველოში და თავად დარწმუნდით!” – წერს ელიზაბეთ რუდი საქართველოში აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ გვერდზე.

მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რის საფუძველზეც, 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ, სოციალურ ქსელებში საქართველოს ტურიზმის მხარდამჭერი კამპანია დაიწყო, რასაც საქართველოზე შეყვარებული არაერთი უცხოელი შეუერთდა.

„ყველაზე მეტად საქართველოს ბუნებრივი სილამაზე მიყვარს. საქართველოს სუნთქვისშემკვრელ პეიზაჟებს მხოლოდ მისი…

Posted by US Embassy Tbilisi, Georgia on პარასკევი, 28 ივნისი, 2019

მსგავსი თემები