ათენში ქართველი ემიგრანტი საავადმყოფოს ფანჯრიდან გადახტა და გარდაიცვალა

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში 50 წლის ქართველი ემიგრანი გარდაიცვალა. ქალბატონი, რომელიც საავადმყოფოში ექთნად არალეგალურად მუშაობდა, კონტროლის სამსახურს გაექცა და ფანჯრიდან გადახტა, – აღნიშნულის შესახებ ინფოორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქალბატონს ღამეში 30 ევროს უხდიდნენ, რათა პაციენტისთვის მოვლო, თუმცა, ის არალიცენზირებული ექთანი (აპოკლისტიკი) იყო. ფანჯარაზე ასული ქართველი ქალი პაციენტებმა დაინახეს.

“ის ძალიან შეშინებული იყო. როდესაც მიხვდა, რომ შემოწმებაზე მოვიდნენ, კონტროლის თავიდან არიდება უნდოდა, მაგრამ არ იცოდა, სად წასულიყო. უცებ ფანჯრიდან გადახტა და იფიქრა, რომ გადარჩებოდა, რადგან პირველ სართულზე იყო, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. იქამდე ის გვესაუბრა და გვითხრა, რომ საქართველოდან იყო. მას არ ჰქონდა ექთნად მუშაობის უფლება და სწორედ ამიტომ შეეშინდა ასე ძალიან ,” ამბობენ თვითმხილველები.

ΠΟΕΔΗΝ-ის ხელმძღვანელი მიხალის იანაკოსი აცხადებს, რომ საავადმყოფოებმა შესაბამისი ზომები უნდა მიიღონ, რათა საჭირო არ იყოს სხვა ადამიანების დაქირავება პაციენტების მოსავლელად.

მსგავსი თემები