“საქართველოსთან ფრენების აღდგენა მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა თბილისის რუსოფობიური კამპანია შეწყდება” – რუდენკო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს თქმით, საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც თბილისის რუსოფობიური კამპანია შეწყდება და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების ნებისმიერი საშიშროება გაქრება.

მისი თქმით, შეზღუდვის მოხსნაზე საუბრის დაწყება მას შემდეგ არის შესაძლებელი, როცა შესაბამისი პირობები შეიქმნება.

„უპირველეს ყოვლისა, საუბარია საქართველოში სიტუაციის სტაბილიზებაზე, რუსოფობიის კამპანიის შეწყვეტაზე და ასევე, უნდა გაქრეს ნებისმიერი საფრთხე ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა რუდენკომ.

საქართველოსთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტის შესახებ ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს გამოსცა. ოფიციალურად რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამომოსვლა გასული წლის 8 ივლისს შეწყდა.

მსგავსი თემები