“სასამართლოს დამოუკიდებლობის დაშლა და ოპოზიციის დევნა მიუღებელია” – ჯიმ რიში გიგი უგულავას დაკავებაზე

“სასამართლოს დამოუკიდებლობის დაშლა და ოპოზიციის დევნა მიუღებელია”, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში გიგი უგულავას დაკავებას.

„იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველომ გადაწყვიტა გააძლიეროს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე. როგორც გასულ კვირას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ვუთხარი, სასამართლოს დამოუკიდებლობის დაშლა და ოპოზიციის დევნა მიუღებელია”, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო. უზენაესმა სასამართლომ უგულავას სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

მსგავსი თემები