“საკონსტიტუციო ცვლილებები არ ჩავარდება, თუ ვინმე “ნაცმოძრაობას” არ გაურიგდა” – გია ვოლსკი

საკონსტიტუციო ცვლილებები არ ჩავარდება, თუ ვინმე “ნაცმოძრაობას” არ გაურიგდა

უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი გამორიცხავს, რომ პარლამენტში მესამე მოსმენაზე საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება. ამის შესახებ მან კენჭისყრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, თუ კანონპროექტი ჩავარდა, ეს უმრავლესობის პასუხისმგებლობა ვერ იქნება.

“უმრავლესობის პასუხისმგებლობა ვერანაირად იქნება და საკონსიტუტციო ცვლილებებიც ვერ ჩავარდება, თუკი ვინმე არ გაურიგდა ნაცმოძრაობას და მათ ქვედანაყოფებს”, – თქვა მან.

საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შემთხვევაში “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” პასუხისმგებლობას “ქართულ ოცნებას” აკისრებს. მათი თქმით, უმრავლესობამ გიორგი რურუა უნდა გაათავისუფლოს და ამ შემთხევაში მიიღებენ კენჭისყრაში მონაწილობას.

კენჭისყრის პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოში რურუას პროცესი იმართება. უმრავლესობა აცხადებს, რომ ოპოზიციას მისი გათავისუფლება არ უნდათ, რადგან მუდმივად ილაპარაკონ საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობის შესახებ.

“მათთვის მთავარია, რომ გავრცელდეს ხმა, რომ პოლიტიკური პატიმარი ჰყავს საქართველოს და მისი გამოშვება დამოკიდებულია არა სასამართლოზე არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე. მაგათთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, სად იქნება რურუა. მაგრამ ფიქრობენ, რომ პოლიტიკური ლიდერი ციხეში უფრო მეტი სალაპარაკოა”, – განაცხადა ვოლსკიმ.

მსგავსი თემები