საკარანტინო ზონაში 23 ადამიანია გადაყვანილი, 4 ადამიანი კი თითიზოლაციაში იმყოფება – სპორტსმენის კლასტერი

კორონავირუსით დაავადებულ სპორტსმენთან დაკავშირებით საკარანტინო ზონაში 23 ადამიანია გადაყვანილი, 4 ადამიანი კი თვითიზოლაციაში იმყოფება, თუმცა კონტაქტების დადგენა და მოძიება ისევ გრძელდება.

“მედიაცენტრი მთავარის” ინფორმაციით, სპორტსმენი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში წალენჯიხის ორ სოფელში, ზუგდიდსა და ჩხოროწყუში იმყოფებოდა. ამჟამად ის თბილისშია გადაყვანილი.

ამასთან, გუშინ გვიან ღამით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ადამიანები გააფრთხილეს, რომ თვითიზოლაციაში ყოფილიყვნენ. 

მსგავსი თემები