სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით მოწამლული მამა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

ექიმების ინფორმაციით, გურჯაანში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით მოწამლული მამა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. პურის საცხობში, უგონო მდგომარეობაში მყოფი მამა-შვილი თანამშრომელმა დღეს იპოვა.

მძიმე მდგომარეობის გამო, ორივე თბილისში გადმოიყვანეს და ამ დროისთვის, პაციენტები მართვით სუნთქვაზე, რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული. 

“ამ ეტაპზე ორივე მართვით სუნთქვაზე იმყოფება, კრიტიკულად მძიმეა ორივე. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი დასტაბილურდება. არ ვიცით ანამნეზისა და ინტოქსიკაციის ხანგრძლივობა, ნანახია გამთენიისას ორივე. როდის გახდნენ ცუდად, როდის დაიწყო ეს პრობლემები, არავინ არ იცის,” – აღნიშნა მკურნალმა ექიმმა. 

მსგავსი თემები