დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან ამ დროისთვის უკვე 24 შემთხვევა არის დადასტურებული.
როგორც გამყრელიძემ განაცხადა, 150-ზე მეტი კონტაქტია გამოკვლეული და ეს პროცესი გრძელდება.
„24 დადებითი შემთხვევა არის საბურთალოს კლასტერიდან უკვე დადგენილი, დაახლოებით 150-ზე მეტი კონტაქტია გამოკვლეული და ამ კონტაქტების კვლევა კიდევ გრძელდება. ჩვენ თითქმის ყველა კონტაქტირებული ადამიანი გამოვიკვლიეთ და ახლა მათი ჩაღრმავებული კვლევა მინდინარეობს. გარკეული რაოდენობა, დაახლოებით 80-მდე გადაყვანილია კარანტინში, დანარჩენი თვითიზოლაციაში იმყოფებიან“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.