პრემიერი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიასა და ოკუპირებული ცხინვალის მიერ დატყვევებული ექიმის ოჯახის წევრების შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

ვაჟა ექიმის შვილის, თათა გაფრინდაშვილის თქმით, პრემიერი მათ დაჰპირდა, რომ ყველა შესაძლო რესურსს გამოიყენებენ, ექიმის ოჯახში მალე დასაბრუნებლად.  

“შევხვდით და ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, მათი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებს კიდევ უფრო მეტად ჩართავენ საქმეში, რადგან საერთაშორისო ზეწოლა საუკეთესო გამოსავალია ამ შემთხვევაში”, – განაცხადა  დატყვევებული ექიმის შვილმა თათა გაფრინდაშვილმა პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

მსგავსი თემები