“სტაბილურად მძიმე რჩება ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა” – კლინიკაში მარიამ ჯაში მივიდა

კლინიკაში, სადაც ცოტნე გამსახურდიაა მოთავსებული, პარლამენტის ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარე, მარიამ ჯაში მივიდა, რომელმაც პირველი პრეზიდენტის შვილის ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ ინფორმაცია ექიმებისგან მიიღო.

მარიამ ჯაშის ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომაროება სტაბილურად მძიმეა.

“სტაბილურად მძიმე რჩება ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ ასევე, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია საზოგადოებასაც ჰქონდეს მოლოდინი, რომ მედიკამენტოზური კომა, ეს არის სამედიცინო დანიშნულებით გამოწვეული ძილის მდგომარეობა, რომელიც სულ მცირე 5-6 დღე გაგრძელდება მისი ჯანმრთელობის სტაბილიზაციის ნიშნით, შესაბამისად, დამატებითი ინფორმაცია მომდევნო დღეების განმავლობაში იქნება შედარებით მცირე, დაკვირვების რეჟიმშია. გულ-მკერდის არეში იყო მრავლობითი ჭრილობა, ასევე 4 ჭრილობა ფიქსირდებოდა თავის არეში და მრავლობითი სისხლჩაქცევები,“ – აცხადებს მარიამ ჯაში.

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს, საკუთარ სახლთან, ცივი იარაღით დაჭრეს. ცოტნე გამსახურდიას ორი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. 

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

მსგავსი თემები