„პე….ტი“ და „მა…….ლი“ – სიტყვები, რომლის გამოყენებისთვის მედია დაისჯება – იურისტის განმარტებები (ვიდეო)

სასულიერო თუ საერო პირების მხრიდან, ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირად გამოიყენება ისეთი სიტყვები, რომელიც ლგბტ თემისთვის დამაკნინებელი და დამამცირებელია. იურისტმა ლევან ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში,“ კანონმდებლობის ის ნორმები განმარტა, რაც ამ შემთხვევაში მოქმედებს და ისაუბრა, თუ როგორ შეუძლია მედიას,  სანქციებს თავი აარიდოს.

როგორც იურისტმა „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, სიტყვა „პე…..ტი“ სამედიცინო ტერმინია, თუმცა, დღევანდელ რეალობაში ის სულ სხვა კონტექსტით გამოიყენება, რაც პრობლემებს ქმნის.

„დღეს მოქმედებს 4 კანონი, რომელიც არეგულირებს ამ ურთიერთობებს: 1. ესაა გამოხატვის შესახებ კანონი; 2. ანტიდისკრიმინაციული კანონი; 3. მაუწყებლობის შესახებ კანონი; 4. ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსი, სადაც გაწერილია შესაბამისი სახდელები მოცემული დარღვევებისათვის. თვითონ სიტყვა “პე…..ტი” სამედიცინო ტერმინია. ამ შემთხვევაში განმსაზღვრელია სიტყვის კონტექსტი, რა კონტექსტში იხმარება სიტყვა. თუ ეს სიტყვა იხმარება სამედიცინო დანიშნულებით, არ შეიძლება ეს სიტყვა ისახავდეს რაიმე პასუხისმგებლობას. პასუხისმგებლობა შეიძლება დაწესდეს იმ შემთხევაში, თუ ხდება აღნიშნული ტერმინის გამოყენება ხდება, სხვა ადამიანის მიმართებაში, მისი ღირსების, დაკნინების და დისკრიმინაციის დაკნინების მოტივით პირის ან პირთა ჯგუფთან მიმართებაში“ – განუცხადა იურისტმა „მედიაცენტრ მთავარს“.

მისივე განმარტებით, პირდაპირი ეთერის შემთხვევაში მედია ვერაფერს იზამს, თუმცა, ინფორმაციის მომზადებისას გამოსავალი არსებობს.

„მაუწყებლობის შესახებ კანონი ავალდებულებს ჟურნალისტებს, რომ მოუწოდონ შეწყვიტოს სიძულვილის ენა ამა თუ იმ პირმა და დაუბრუნდეს ჩვეულებრივ ლექსიკონს. თუ ის არ შეწყვეტს ამ ლექსიკას, ჟურნალისტი ვალდებულია ჩამოართვას მას სიტყვა. როდესაც გადავცემთ გარკვეულ მოვლენას „ლაივში“ და ვიღაცამ ვიღაცას პე…..ტი“ დაუძახა, რა უნდა ქნას ჟურნალისტმა? ჟურნალისტი ამ შემთხვევაში ვერაფერს იზამს, რადგან, ინფორმაცია გავიდა „ლაივში“. ეს ხომ არ არის ჟურნალისტის ან მედიასაშუალების პოზიცია. ესაა ინფორმაცია, რომლეიც ერთმა პირმა გაავრცელა მეორე პირზე. პასუხისმგებელი უნდა იყოს ინფორმაციის გამავრცელებელი პირი და არა ჟურნალისტი. რაც შეეხება ტექსტურ მასალას, ანუ „ნიუსს“ ან სტატიას, უმჯობესია, ჟურნლისტებმა იხმაროთ სიტყვის დასაწყისი და დაბოლოება და შუაში წერტილები. ამ შემთხვევაში, მედია ვერ დაისჯება“, – განუმარტა იურისტმა „მედიაცენტრ მთავარს“.  

https://mcm.ge/%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9e%e1%83%94-%e1%83%a2%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%90/

მსგავსი თემები