ნინო ბურჯანაძემ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისთვის მადლობა რუს მაღალჩინოსნებს გადაუხადა

ოკუპანტების 49-დღიანი ტყვეობიდან ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე გამოეხმაურა და მადლობა რუს მაღალჩინოსნებს გადაუხადა, რომლებმაც მისი თქმით, უკანონო პატიმრობაში მყოფი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისთვის ძალისხმევა გაწიეს:

“ვულოცავ ბატონი ვაჟას ოჯახს და ყველა მის გულშემატკივარს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია. მნიშვნელოვანია, რომ როგორც ველოდით, ის ახალ წელს თავის ოჯახში შეხვდება. მინდა ყველა იმ ადამიანს ვინც ძალისხმევა გამოიჩინა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაზე, მადლობა გადავუხადო და განსაკუთრებით პირადად მადლობა გადავუხადო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ბატონ რუდენკოს და ფედერაციის საბჭოს საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ კოსაჩოვს,”- განაცხადა ბურჯანაძემ

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია.

მსგავსი თემები