მსოფლიო ლიდერები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოშვების დაჩქარების გეგმაზე შეთანხმდნენ

“როიტერის” ინფორმაციით, მსოფლიო ლიდერები COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებზე, ტესტებსა და წამლებზე მუშაობის დაჩქარების და მათი თანაბრად განაწილების გეგმაზე შეთანხმდნენ. 

გამოცემის ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ამ ინიციატივას არ შეუერთდნენ აშშ, ინდოეთი და ჩინეთი.  ჯანმოს დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, ვირუსი საერთო საფრთხეა, რომელის დამარცხება მხოლოდ საერთო ძალისხმევით არის შესაძლებელი.

„გამოცდილება გვკარნახობს, რომ მაშინაც კი, როცა ინსტრუმენტები ხელმისაწვდომია, ისინი ყველასთვის თანაბრად არ არის ხელმისაწვდომი. ამას ვერ დავუშვებთ“, – განაცხადა მან.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ მაისის დასაწყისში გლობალური თანამშრომლობის მიზანი 7,5 მილიარდი ევროს მობილიზაცია გახდება. ეს თანხები ვირუსის პროფილაქტიკას, დიაგნოსტიკას და ინფიცირებულების მკურნალობას მოხმარდება.

ვაქცინის ხელმისაწვდომობის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმაც განაცხადა.

მსოფლიოში ამ ეტაპზე კორონავირუსის საწინააღმდეგო 100-ზე მეტ ვაქცინაზე მუშაობენ.

მსგავსი თემები