“მთავარია, სულიერად შევხვდეთ ბზობის დღესასწაულს და არა ფორმალურად” – მეუფე გერასიმე

“მთავარია, სულიერად შევხვდეთ ბზობის დღესასწაულს და არა ფორმალურად”,  – ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, გერასიმე შარაშენიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტაძრებში ბზა არ გაიყიდება, სახლებიდან მიტანილ ბზას ყველა ტაძარში აკურთხებენ.

მეუფე მრევლს მოუწოდებს, რომ ბზები არ მოჭრან, რადგან სიმბოლურად თითო ტოტიც საკმარისი იქნება, იმ შემთხვევაში კი, თუ ესეც ვერ მოხერხდება, ეს პრობლემას არ წარმოადგენს.

მსგავსი თემები