მაისამდე პური არ გაძვირდება, რა მოხდება შემდეგ?! (ვიდეო)

საქართველოს „პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ პურის ფასის მატებასა და ფქვილის არსებული მარაგზე  მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. როგორც დოლიძე განმარტავს, პურზე ფასი მაისამდე სტაბილური იქნება.

„ძირითადი კომპონენტი, რისგანაც მზადდება პური, ეს არის 60% ფქვილი, 20% ენერგომატარებლები და დანარჩენი დამხმარე მასალები. მსოფლიოში დაძაბულია მდგომარეობა და ლოჯისტიკაშიც გარკვეული შეფერხებები ხდება. რუსეთი ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანაა ხორბლით უზრუნველყოფის კუთხით და ფქვილის წარმოებაში. თუმცა, ამ ეტაპისთვის, 2-3 თვიანი მარაგი გვაქვს.  არსებული მარაგის ამოწურვის შემდეგ კი არსებობს ალტერნატიული გზები, მათ შორის, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ყაზახეთთან. საუბარია კიდევ 2-3 თვის ხორბლის შეძენაზე“ – განაცხადა მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

რაც შეეხება პურის ფასს, დოლიძე მომხმარებლებს ამშვიდებს, რომ ამ ეტაპზე, მატება არ იგეგმება.

„რუსეთიდან 1 ტომარა ფქვილის შემოტანა დაახლოებით 62-63 ლარი ჯდებოდა, 65-67 ლარად კი აბარებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ენერგომატარებლები გაძვირდა, პურის ფასი არ გაზრდილა. ყველა კომპონენტი გაძვირდა შესაფუთი მასალისა და საფუარის ჩათვლით. თუ ფასი ტომარა ფქვილზე დაახლოებით 70 ლარამდე იქნება,  გაძვირება არ მოუწევს პურს, მაგრამ, თუ გასცდა ამ ნიშნულს, ამ შემთხვევაში სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა ჩაერთვება“ – განაცხადა მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

“მაისამდე პურ-პროდუქტებზე თავის ტკივილი არ გვექნება” – მალხაზ დოლიძე “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები