ლორა სმიტის სხეულზე მალხაზ კობაურის გენეტიკური მასალაა აღმოჩენილი – ექსპერტიზის დასკვნა   

დუშეთის რეგიონში, ხადის ხეობაში მოკლული, ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის ბავშვის გახმაურებულ მკვლელობასთან დაკავშირებით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა უკვე ცნობილია. დასკვნის თანახმად ლორა სმიტი გაუპატიურებულია.

როგორც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაშია განმარტებული, ლორა ჯო სმიტის გვამის უკანა ტანიდან აღებულ ნაცხზე აღმოჩენილია სპერმა, ხოლო ქალის საშოდან აღებულ ნაცხზე აღმოჩენილია მალხაზ კობაურის გენეტიკური პროფილი.

ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ 19 წლის მწყემსმა ლორა სმითი გააუპატურა, მისი 4 წლის შვილი ქელებ ისმატ სმითი კი თოფის მიბჯენით მოკლა, ბრალდებულის ადვოკატებს უკვე გადაეცათ.

ეს არ არის საბოლოო დასკვნა, უახლოეს მომავალში მზად იქნება კომპლექსური დასკვნის შედეგები და გამოძიება დამატებით დეტალებს შეიტყობს.

ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი სასამართლოზე გამოძიებისთვის თავდაპირველად მიცემულ ჩვენებას უარყოფდა და აცხადებდა, რომ სამი ადამიანი არა მან, არამედ ორმა უცხო პირმა მოკლა. რადიკალურად განსხვავებულია ხადის ხეობის მკვიდრთა ნაწილის და სამართალდამცველების ვერსია.

​ექსპერტიზის დასკვნის ფოტოვარიანტს ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ 7 ივლისს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი, რაიან სმითი და მისი მეუღლე ლორა გარდაცვლილი იპოვეს. მოგვიანებით ასევე, იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც. მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს. მას 11 ივლისს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

მსგავსი თემები