კარლო კოპალიანი ტექნიკურ უნივერსიტეტში აუდიტს შეიყვანს (ვიდეო)

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  ახალი კანცლერი, დეპუტატი კარლო კოპალიანი ტექნიკურ უნივერსიტეტში აუდის შეყვანას გეგმავს. როგორც კოპალიანმა „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში განაცხადა, ეს საჭიროა იმისთვის, რომ იცოდეს, რას იბარებს.

„ენდე, მაგრამ, შეამოწმე“ – ეს არის ცნობილი გამონათქვამი და მეც ამ პრინციპით ვხელმძღვანელობ. ვფიქრობ, ტექნიკურ უნივერსიტეტში აუდიტის შეყვანა საჭიროა და ეს  საქმიანობას გამიადვილებს.  უნივერსიტეტის კანცლერის პოზიცია ეს არის ადმინისტრაციის უფროსის პოზიცია, ანუ, ყველაფერი, რაც სასწავლო პროცესის გარდა, უნივერსიტეტში ხდება. კანცლერის ფუნქციაა საფინანსო ხელმძღვანელობა, სამეურნეო ხელმძღვანელობა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფა, მისი მოწესრიგება, ხელფასები, სტუდენტები, სტუდენტური სესხები, სტუდენტური საცხოვრებლები, მოკლედ, ყველაფერი“ – განაცხადა კარლო კოპალიანმა „მედიაცენტრ მთავართან“.    

აღნიშნული ფუნქციებიდან გამომდინარე, უნივერსიტეტის ახალი კანცლერი სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართავს.

„აქედან გამომდინარე, ჩემვის საინტერესო იქნება, ვიცოდე, რა მდგომარეობაშია ტექნიკური უნივერსიტეტი ამ მხრივ. ვფიქრობ, ტექნიკურ უნივერსიტეტში აუდიტის სამსახური შემოვიყვანო. შეამოწმოს უნივერსიტეტი და დაიდოს შესაბამისი აქტი. ამ აქტის გაცნობა ჩემს მომავალ  საქმიანობაში ხელს შემიწყობს. აუდიტი საჭიროა იმისთვის, რომ ვიცოდე, რეალურად რას ვითარება და ხომ არ არის რამე ისეთი, რაც მომავალში, მუშაობაში ხელს შემიშლის“ – განაცხადა კარლო კოპალიანმა „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში.       

“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები