“კულტურის სამინისტროს ცალკე უწყებად გამოყოფას აზრი არ აქვს, თუ ამ სფეროსთვის ფინანსების გამოყოფა არ მოხდება” – მარიამ ჯაში

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, კულტურის მინისტრის თანამდებობაზე ბექა ოდიშარიას კანდიდატურის არჩევის შემთხვევაში, კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან კომუნიკაცია გაუმჯობესდება, თუმცა მისი თქმით, მმართველმა გუნდმა გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაითვალისწინოს, სტრატეგიული პრობლემების აღმოსაფხვრელად რომელი კანდიდატი იქნება ეფექტური.

როგორც ჟურნალისტებს ჯაშმა განუცხადა, კულტურისა და განათლების სამინისტროების გაერთიანების წინააღმდეგი იყო.

„საკმარისი არ არის კულტურის სამინისტროს ცალკე უწყებად გამოყოფა, თუ მისთვის მნიშვნელოვან ფინანსებს არ გამოყოფენ. ერთადერთი დადებითი გაერთიანებით იყო სახელოვნებო განათლების გაძლიერება და უკეთესი კოორდინაცია. სხვა შემთხვევაში ბიუროკრატიული ბარიერები გაიზარდა, გადაწყვეტილებების მიღება დროში უფრო გაწელილი იყო და კულტურის სფეროს ეფექტურობაზე ცვლილებამ დადებითად ვერ იმოქმედა”, – განაცხადა ჯაშმა.

მსგავსი თემები