ინფექციური საავადმყოფოს 2 პაციენტს სავარაუდოდ Covid 19 დაუდასტურდება

“ინფექციური საავადმყოფოს 2 პაციენტს სავარაუდოდ კორონავირუსი დაუდასტურდება” – ამის შესახებ ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

„ახალი ინფიცირებულების შესახებ ჯერ ვერ გეტყვით ზუსტად. თუმცა არის 2 სავარაუდო შემთხვევა, რომელიც ალბათ დადასტურდება. ჯერ არ ვიცი, ამის შესახებ ზუსტ ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ. სავარაუდო გულისხმობს გამოვლენილ კლინიკურ სიმპტომებს და პლიუს კონტაქტს ინფიცირებულთან“, – განაცხადა ენდელაძემ.

მისი თქმით, ამ პაციენტების ანალიზების პასუხი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი. საქართველოში კორონავირუსი 38 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან ერთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

მსგავსი თემები