“გავიდა 3 წელი, პორტი აშენდა? რატომ დაირღვა ვადები?“ – ღარიბაშვილი ხაზარაძეზე

ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ანაკლიის პორტის საკითხზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ბოლო 3 წელია არ არის ამ საკითხში ჩართული, ამდენად პრობლემის დეტალები მისთვის უცნობია. ღარიბაშვილის აზრით, ბიძინა ივანიშვილი რომ იყოს ამ პორტით დაინტერესებული, მას ვერავინ დაუშლიდა მონაწილეობას. 

“რაც შეეხება ანაკლიის პორტს, პირველი შეკითხვა რაც მიჩნდება, სამი წელი გავიდა და როგორც მახსოვს, 2016 წელს მოიგეს ეს ტენდერი. რატომ დაირღვა ვადები და რატომ არ დაიწყო ამ პორტის მშენებლობა? ხომ არ იყო პრობლემა ის, რომ დაფინანსება ვერ მოიპოვეს თავის დროზე? ან უბრალოდ, საინტერესო პროექტი არ იყო? მე არ ვიცი, დაინტერესდნენ ამით ექსპერტები თუ არა. უბრალოდ აღარ ვიყავი ჩართული ბოლო 3 წელი. ამიტომ ასე ხელაღებით იმის თქმა, რომ ვიღაცას, რაღაც პორტი აინტერესებს… თუ ივანიშვილს, პირობითად, აინტერესებდა ეს პორტი, ვინ დაუშლიდა ამ პორტის პროექტში ჩართულობას? ვერავინ, ვერც მისი ფინანსური რესურსები და სხვა რა პრობლემა უნდა ყოფილიყო? უფრო მეტი გარანტია უცხოელი ინვესტორებისთვის რა იქნებოდა, რომ ბატონი ივანიშვილი ყოფილიყო ჩართული? მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ეს პროცესი იყო აბსოლუტურად თავისუფალი, მიშვებული და გამჭვირვალე, არავინ არ ჩაერია ამ პროექტში. გავიდა სამი წელი, პორტი აშენდა? მე კითხვას ვსვამ, აშენდა პორტი? არა”, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

მსგავსი თემები