„თუ 100/50-ზე შეთანხმება ვერ შედგა, გამოსავალი ერთია – არჩევნების არსებული სესტემით ჩატარება“ – მარიამ ჯაში

„დიალოგი კონკრეტული შედეგით უნდა დასრულდეს. ეს ორივე მხარის პასუხისმგებლობაა. თუ არჩევნების სავალდებულოობაზე ვიმსჯელებთ, 100/50-ზე შეიძლება დათანხმება “ – ეს განცხადება პარლამენტის წევრმა, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.  

როგორც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელმა აღნიშნა, „დამოუკიდებელი დეპუტატების“ მოლაპარაკების პროცესში ჩართვა ამ დრომდე ვერ მოხერხდა, რაც თავისთავად პრობლემაა.

„ფრაქცია „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა,“ პირველივე „რაუდნის“ დასრულების შემდეგ,  ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს თხოვნით მიმართა, რომ ჩვენი ფრაქცია, როგორც საპარლამენტო სუბიექტი, ჩართულიყო მიმდინარე დიალოგში. პარლამენტიდან გარდა ჩვენი ფრაქციისა, ყველა ფრაქციაა წარმოდგენილი. ჩვენ მიმდინარე კვირის ბოლომდე ველოდებით საბოლოო პასუხს.  იმედით ვართ, რომ შეგვეძლება პროცესში მონაწილეობა და შემდგომ უკვე ჩვენი პოზიციების დაფიქსირება,“ – განაცხადა მარიამ ჯაშმა „მედიაცენტრ მთავარში“.

თუ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პოზიცია-ოპოზიციის აზრების შეჯერება არ მოხდა, დეპუტატი ფიქრობს, რომ ჩიხში შევალთ.

„თუკი არ მოხდა პოზიციების დაახლოებისკენ ნაბიჯების გადადგმა სახელისუფლებო გუნდის მხრიდან, ვშიშობ, რომ პროცესი შეიძლება ჩიხში შევიდეს. თუ კი კონსესუსი ვერ შედგა, ბუნებრივი, ერთადერთი ალტერნატივა რჩება, არებული სისტემის არჩევნების ჩატარება, რაც არა თუ მკაცრ კრიტიკას გამოიწვევს საქართველოში ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის მხრიდან, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდანაც ვერ იქნება დადებითად შეფასებული“ – განაცხადა მარიამ ჯაშმა „მედიაცენტრ მთავარში“.

დეპუტატი ფიქრობს, რომ შეთავაზება 100/50-ზე გაცილებით უკეთესია, ვიდრე დღეს არსებული საარჩევნო კანონმდებლობა.

„რაც შეეხება 100/50-ზე შეთავაზებას, ერთის მხრივ, ეს არის გარდამავალი ეტაპისთვის უკეთესი, ვიდრე დღეს არსებული შერეული სისტემა. თუმცა ის შორსაა პროპორციული სისტემიდან, რომლის დაპირებაც იყო.

დღეს, მსჯელობა არ უნდა ეხებოდეს მხოლოდ პროპორციული მანდატების რაოდენობის გაზრდას სამაჟორიტარო მანდატების შემცირების ხარჯზე. უნდა ვიმსჯელოთ, რომ მიუღებელია ნებისმიერი ცვლილება 2024 წლის არჩევნებისთვის. გაჩნდა 100/50-ზე მოდელი, რომელიც თეორიულად შეიძლება დასაშვები ყოფილიყო. ასევე, 2024 წლისთვისაც საუბარია ამ მოდელის მუდმივად დატოვებაზე, მეორეს მხრივ, ასევე საუბარია, რომ  თუ 2020 წლის არჩევნების შემდეგ, 2024 წლამდე ჩატარდება ვადამდელი არჩევნები, აქაც მმარველი გუნდი ცდილობს გარანტიები ჩაწეროს კონსტიტუციაში, რომ არჩევნები არსებული სისტემით ჩატარდეს. ეს არ არის ჯანსაღი და არგუმენტირებული პროცესი. თუ არჩევნების სავალდებულოობაზე ვიმსჯელებთ,  100/50-ზე შეიძლება დათანხმება, მთავარია, დიალოგი დასრულდეს კონკრეტული შედეგით“ –  განაცხადა მარიამ ჯაშმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები