თბილისის ზღავზე მოკლული მამაკაცი ემზარ კვიციანის ძმისშვილის მეგობარია, თავად ბექა კვიციანს კი, ორი დღეა ეძებენ

თბილისის ზღვაზე 36 წლის კაცის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს 16 სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს.

არსებული ინფორმაციით, მოკლული ისნის ავტობაზრობაზე მუშაობდა.

დეპუტატ  ემზარ კვიციანის თქმით, თბილისის ზღვაზე მოკლული მამაკაცი მისი ძმისშვილის, ბექა კვიციანის მეგობარია. ბექა კვიციანს კი ორი დღეა ეძებენ. 

“არ ვიცი, არაფერი ინფორმაცია არ გვაქვს იმის გარდა, რომ ორივე დაკარგულები იყვნენ, ორივეს ეძებდნენ. ნოდარ ცხადაძე მოინახა და ბექა ჯერ არ არის მოძებნილი. არაფერი ვიცი, არიან ერთმანეთის ნათესავები, ერთად გაზრდილები და ჩემი ძმისშვილი მისი ბავშვის ნათლიაა. ამიტომ, ჯერ ვერაფერს გეტყვით. არაფერი ვერსია არ არსებობს. ჩემი ძმისშვილი ამ დრომდე არ გამოჩენილა”, – აცხადებს ემზარ კვიციანი.​

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მსგავსი თემები