ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ანაკლიის საკარანტინო სივრციდან საეჭვო სიმპტომებით ახალგაზრდა მამაკაცი შეიყვანეს

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში წუხელ ანაკლიის საკარანტინო სივრციდან ახალგაზრდა მამაკაცი შეიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი აფხაზეთიდან დევნილი და ცხოვრობს ხონში.

როგორც ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, მამაკაცი სტუმრად იმყოფებოდა ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონსა და დრანდაში.

29 მარტს, როცა უკან დაბრუნდა, ის კარანტინში გადაიყვანეს.

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ შეყვანის მომენტში მამაკაცს აღენიშნებოდა ცხელება. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. პაციენტს უკვე ჩაუტარდა კვლევები და რჩება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

ჯერ უცნობია, გაიგზავნება თუ არა ამ პაციენტის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში.

მსგავსი თემები