ვლადიმერ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება კვლავ ექნება

რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის საპრეზიდენტო ვადის განულება კანონიერად ცნო. ამის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს საშუალებას მისცემს, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ მიიღოს მონაწილეობა.

საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმი რუსეთში აპრილის ბოლოს უნდა გაიმართოს. კრემლში აცხადბენ, რომ კორონავირუსის გავრცლების მიუხედავად, რეფრედუმი მაინც გაიმართება.

მსგავსი თემები