“დახმარების გაცემა მაისის მეორე ნახევრიდან ეტაპობრივად დაიწყება” – თამარ ბარკალაია

“დახმარების გაცემა მაისის მეორე ნახევრიდან ეტაპობრივად დაიწყება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ განაცხადა.

„პირველ რიგში, დახმარებას მიიღებენ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს ბაზებში და შემოსავლების სამსახურის ბაზებში უკვე იდენტიფიცირებული არიან. ესენი არიან ფორმალურად დასაქმებული ადამიანები, რომლებიც უმუშევარი დარჩნენ; ადამიანები, რომლებიც უკვე არიან რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ბაზაში და მათი ქულა არის 65 000-დან 100 000-მდე, ან 100 000-ს ქვემოთ და ისინი მრავალშვილიანები არიან; ასევე, შშმ პირები მძიმე და ღრმა შეზღუდვით და შშმ ბავშვები“, – განაცხადა ბარკალაიამ.

მისი თქმით, თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის პროცესი 15 მაისიდან დაიწყება.

„ჩვენს ვებგვერდზე გაიხსნება პორტალი, სადაც მათ საშუალება ექნებათ, 15 მაისიდან რეგისტრაცია გაიარონ. მერე უკვე რეგისტრაციიდან ორი კვირის განმავლობაში მოხდება საბუთების შესწავლა და თვითდასაქმებულებისთვის ეტაპობრივი გადარიცხვა“, – განაცხადა ბარკალაიამ.

მსგავსი თემები