გორის სოფელში ოკუპანტებმა უკანონო ინსტალაციები აღმართეს – სუს-ის განცხადება

„საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ” – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე პროცესებზე საუბრობენ.

“საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. მათ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში, უკანონო ინსტალაციები აღმართეს. მიმდინარეობს მავთულხლართების ე. წ. საზღვრის აღმნიშვნელი ღობეით ჩანაცვლების პროცესი, რაც ე.წ ბორდერიზაციის ნაწილს წარმოადგენს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი” და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

აღსანიშნავია, რომ სუს-ს არ ეძლევა შესაძლებლობა აღნიშნული საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებშიც განიხილოს, რომელიც საოკუპაციო ძალების გადაწყვეტილების შედეგად 2019 წლის 29 აგვისტოს შემდეგ შეწყვეტილია”, – ვკუთხულობთ სის-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩორჩანა-პერევის მონაკვეთთან ოკუპანტებმა ტერიტორია წითელი საღებავებით მონიშნეს.

მსგავსი თემები