ბორჯომის ტყის მასივში ხანძარია 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეს ტყეში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ ეტაპისთვის ადგილზე ჯერჯერობით მხოლოდ ცოცხალი ძალა მუშაობს.

„ამ დროისთვის ხანძარი ჯერ ლოკალიზებული არ არის. ადგილზე მუშაობს 60-მდე მეხანძრე-მაშველი. მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, მაგრამ იმის გამო, რომ ხანძრის ადგილი მიუვალია, ტექნიკის მისვლა ვერ ხერხდება. მიმდინარეობს ტყის გაწმენდაც, რომ მაქსიმალურად ახლოს მივიდეს ტექნიკა ხანძრის კერასთან“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

რაც შეეხება ხანძრის გავრცელების საშიშროებას,  ხანძარი დასახლებული პუნქტიდან საკმაოდ შორს არის და მოსახლეობის ევაკუაცია არ იგეგმება.

მსგავსი თემები