31 დეკემბრისა და პირველი იანვრის პიროტექნიკით 81 ადამიანი დაზიანდა. 112-ში კი საქართველოს მასშტაბით, 124 ზარია შესული.
როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, 31 დეკემბრისა და პირველი იანვრის მონაცემებით, თბილისში პიროტექნიკით დაზიანების 48 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო რეგიონებში – 33.
ახალი წლის დღეებში 8 ბავშვი შეიყვანეს იაშვილის სახელობის კლინიკაში, მათგან ერთი გაწერეს. ერთ-ერთ დაშავებულ მცირეწლოვანს თითების ამპუტაცია დასჭირდა.