„ახალი საქართველო” მეტროსადგურ „ისანთან“ კარვის დადგმის გამო დააჯარიმეს

მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პარტია „ახალი საქართველოს” ლიდერი, გიორგი ვაშაძე საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით ხელმოწერებს აგროვებდა, რა დროსაც ადგილზე მერიის ზედამხედველობის წარმომადგენლები მივიდნენ და კონსტრუქციის დაშლა მოითხოვეს.

ვაშაძის განცხადებით, მისი გუნდი მსგავს აქტივობას სხვა დროს ახორციელებდა, თუმცა რადგან ამჯერად საქმე საბანკო რეგულაციებს ეხებოდა, ამან დედაქალაქის მერის გაღიზიანება გამოიწვია. კერძოდ, საუბარია სესხებზე პროცენტის განახევრებასა და გადავადებულ სესხზე პროცენტის ჩამოწერაზე.

მერიის ინფორმაციით, კარვის დასადგმელად მერიიდან სპეციალური ნებართვა იყო საჭირო. შესაბამისად, ზედამხედველობის სამსახურმა პარტია კანონმდებლობის მიხედვით დააჯარიმა.

მსგავსი თემები