აქციის ლიდერებმა და მხარდამჭერებმა მთელი ღამე პარლამენტთან, კარვებში გაატარეს

პარლამენტის შენობის წინ გაშლილია კარვები.  ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერები, ათეულობით მხარდამჭერთა ერთად, მთელი ღამის განმავლობაში კარვებში დარჩნენ.

აქციის ლიდერები სამოქმედო გეგმას დღეს, 12:00 საათზე გამოაცხადებენ. როგორც ისინი აცხადებენ, რუსთაველის გამზირი ძალიან დიდი ხნით გადაიკეტება და პროცესების მიმდინარეობა დაკავშირებულია მმართველი გუნდის გონიერებაზე.

აქციის ლიდერები, მთელი საქართველოს მასშტაბით,  მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებენ. შემდეგი აქცია კი დღეს, 19:00 საათზე განახლდება.

მსგავსი თემები