“არანაირ წარმატებას არ ექნება გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივა, თუ არ შევქმენით ძლიერი განათლების სისტემა” – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე, სადაც 2019 წელი შეაჯამა, განათლების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩვენს არანაირ წარმატებას, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ცხოვრებაში, არ ექნება მდგრადი და გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივა, თუ არ შევქმენით ძლიერი, თანამედროვე განათლების სისტემა.

მისი თქმით, რეფორმები, რაც სისტემაში 2019 წელს დაიწყო, მომავალ წელსაც გაგრძელდება:

„განათლების რეფორმა არის უაღრესად მნიშვნელოვანი სისტემური ცვლილება, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, არანაირ ჩვენს წარმატებას, ვერც პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში არ ექნება მდგრადი და გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივა, თუ ჩვენ არ შევქმენით ძლიერი, თანამედროვე განათლების სისტემა. სხვანაირად ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი შვილები ვერ შეძლებენ იყვნენ კონკურენტუნარიანები გლობალური კონკურენციის ფარგლებში. ამიტომ განათლების სისტემური რეფორმა, რომელიც დაიწყო საქართველოს მთავრობამ 2019 წელს, გაგრძელდება და იქნება პრიორიტეტული საქართველოს მთავრობისთვის 2020 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით საშუალო და პროფესიული განათლების თვალსაზრისით,” – განაცხადა პრემიერმ-მინისტრმა.

მსგავსი თემები