მიუსაფარი ცხოველების გადასარჩენად თბილისში, 310 სამაშველო ოპერაცია ჩატარდა  

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, სამაშველო ოპერაციების და სამოქმედო არეალის გაზრდას გეგმავს. მიმდინარე წლის სამი კვარტლის განმავლობაში 310 სამაშველო ოპერაცია ჩატარდა. გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე სამაშველო ოპერაციების რაოდენობა მატულობს, კერძოდ, პირველ კვარტალში – 41 ოპერაცია ჩატარდა, მეორე კვარტალში – 154, მესამე კვარტალში – 115.

​როგორც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელმა ვახტანგ ლომჯარიამმედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, სააგენტო აქტიურად მუშაობს მაშველების გადამზადებაზე, რომლებიც ცხოველებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დახმარებას უწევენ, ეხმარებიან როგორც სიმაღლიდან ჩამოსვლაში, ასევე, მდინარიდან ან ღრმულიდან ამოყვანაში.

” მაშველების ნაწილი გაზაფხულსა და ზაფხულში გადამზადდა. ამჟამად მიმდინარეობს მაშველების მეორე ნაწილის გადამზადება მაღალ სიმაღლეზე და წყალში ჩატარებულ სამაშველო ოპერაციებზე. რამდენიმე ცხოველი ამოვიყვანეთ მდინარე მტკვრიდან, მათ შორის იყო ერთი შემთხვევა, როცა მტკვარში ორჯერ ერთი და იგივე ძაღლი აღმოჩნდა. ასეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირია, ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც საცხოვრებელი კორპუსების საჰაერო მილში ვარდებიან კნუტები”, – აცხადებს ვახტანგ ლომჯარია.

მისივე ინფორმაციით, სააგენტოში განხორციელებული რეორგანიზაციის შემდეგ, მაშველების გადამზადება ერთ-ერთი მთავარ მიმართულება გახდა და ცდილობენ ყველა სიტუაციაში დაეხმარონ საფრთხეში ჩავარდნილ ცხოველს.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიმდინარე წლის განმავლობაში 9 600-მდე შეტყობინებაზე მოახდინა  რეაგირება, მათ შორის, მოქალაქეთა მხრიდან შესულ ზარებზე.

“გაზაფხულზე რეაგირებების რაოდენობა იზრდება და მაქსიმუმს მაისში აღწევს, შემდგომ ისევ კლებას იწყებს, ეს დაკავშირებულია ლეკვებისა და კნუტების დაბადების აქტიურ პერიოდთან. შემდგომ, როცა მათი რაოდენობა მცირდება, მცირდება შეტყობინებებიც. შეტყობინებები არის ცხოველის მხრიდან აგრესიაზე, პოპულაციის მართვის მიზნით სააგენტოში მათ გადაყვანაზე. თუ ვინმემ დაინახა საჭდის გარეშე ცხოველი, გვირეკავენ და გვთხოვენ გადავიყვანოთ თავშესაფარში, ვუტარებთ მას კასტრაციას და ვცრით ცოფზე. ამის შემდეგ, უფრო მოქალაქეები უფრო უსაფრთხოდ გრძნობენ თავს, ვიდრე ქუჩაში, საინდენთიფიკაციო ნიშნის გარეშე ცხოველის შემთხვევაში”, – აცხადებს ვახტანგ ლომჯარია.

 

მსგავსი თემები