ადვოკატი პაატა შავაძე, ნაზი ჯანეზაშვილის იუსტიციის საბჭოს წევრობას სამარცხვინოს უწოდებს

ადვოკატი პაატა შავაძე მორიგ სკანდალში ეხვევა. ამჯერად ის “პოსტს” იუსტიციის საბჭოს დამოუკიდებელ წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს უძღვნის და მის საბჭოს წევრობას “სამარცხვინოს” უწოდებს.

“გაუგონარი და სამარცხვინოა მართლაც ნაზი ჯანეზაშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობა! ნაცვლად იმისა, რომ სასამართლოს ავტორიტეტის ამღლებისათვის ზრუნავდეს, მისი ყოველდღიურობა სისტემის დაკნინებისა და მოსამართლეთა სრული დისკრედიტაციისაკენ არის მიმართული! ეს მართლაც ენჯეოშნიკთა კლანის წარმომადგენელი, საბჭოს მოსამართლე წევრებს, რომლებიც დღენიადაგ სასამართლოს ავტორიტეტს ზრდიან და სამართლიანი სასამართლო დაგვიმკვიდრეს, კლანად მოიხსენიებს! გაუგონარი და სირცხვილი ხართ თქვენ ნაზიბროლა!” – წერს პაატა შავაძე სოციალურ ქსელში. 

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით “მედიაცენტრი მთავარი” ნაზი ჯანეზაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ არასერიოზული ადამიანის შეფასება შეუძლებელია: “არ შემიძლია ამ კაცის გამონათქვამების სერიოზულად მიღება. არც ღირს ამ არასერიოზულ ადამიანთან დაკავშირებით შეფასების გაკეთება. რა თქმა უნდა, ადვოკატს არ აქვს მსგავსი განცხადების გაკეთების უფლება, მაგრამ რა ვქნა, არასერიოზულ ადამიანს სერიოზულად ვერც აღვიქვავ” – განუცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა “მედიაცენტრ მთავარს” 

შეგახსენებთ, რომ პაატა შავაძემ, თბილისის საკრებულოს წევრის, ილია ჯიშკარიანის თანაშემწე თამთა თოდაძე შეურაცხმყოფელად მოიხსენია, რის შემდეგაც, ასოციასციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერილი გამოაქვეყნა და მისი ქმედება დაგმო. აღნიშნულის გამო, პაატა შავაძემ თავმჯდომარის გადადგომა მოითხოვა.

https://mcm.ge/%e1%83%93%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%97%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94-%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%93/

მსგავსი თემები